ისრაელმა UNESCO-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა

ისრაელმა UNESCO-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებამ ორგანიზაციის მიერ „იერუსალიმის წმინდა ადგილების შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის შემდეგ მიიღო.
ისრაელის განათლების მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა წერილი მიწერა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას, რომელმაც ორგანიზაცია “იუდეველების” და “იერუსალიმის” ათასწლეული კავშირის იგნორირება მოინდომა
ისრაელის გამოცემა Haaretz-ის ინფორმაციით, ისრაელის განათლების მინისტრმა  UNESCO ასევე „ისლამისტური ტერორის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
UNESCO-მ 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა „ოკუპირებული პალესტინის” შესახებ რეზოლუციას. მას ორგანიზაციის 24-მა წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წევრი გამოვიდა, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, პალესტინურმა მხარემ UNESCO-ს რეზოლუცია შეაფასა, როგორც მოწოდება ისრაელის მიმართ, რომ მან დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფო აღიაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები