გამოცემა express.co.uk-მა ანტალიაში დღეს მომხდარი სარაკეტო შეტევის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტებმა ორი რაკეტა მთიდან ისროლეს და ის ზღვაში ჩავარდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტები და ასაფეთქებელი მოწყობილობები „თვითნაკეთი იყო“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი რაკეტა თევზის მაღაზიას დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ანტალია თურქეთის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.