გაეროს ახლად არჩეული გენერალური მდივანი – ჩემი მიზანი სირიაში ომის დასრულება იქნება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახლად არჩეული გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერესი აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის პრიორიტეტი სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულება იქნება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტის დასრულებაა,“ – განუცხადა გუტიერესმა „ბი-ბი-სის“.
მისი თქმით, სირიის მოსახლეობა საკუთარი პრობლემებისა და საერთაშორისო დაპირისპირების მსხვერპლი აღმოჩნდა.
ანტონიო გუტიერესი გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ამ ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე დაამტკიცეს. გუტიერესი ამ თანამდებობაზე მუშაობას 2017 წელის 1 იანვრიდან შეუდგება. ის გენმდივნის პოსტზე  პან გი მუნს შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები