აფეთქება თურქეთში – ანტალიის პორტს რაკეტები ესროლეს

თურქეთის კურორტ ანტალიაში აფეთქება მოხდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თურქული მედიის ცნობით, აფეთქება ავტომაგისტრალის მახლობლად, პორტში მოხდა. სააგენტო „დოგანის“ ცნობით, პორტს ორი რაკეტა ესროლეს, რომელიც ახლომდებარე მთიდან გამოუშვეს. ჭურვები თევზის მაღაზიას დაეცა.
ანტალია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები