„სამსუნგმა“ Galaxy Note 7-ის გამოშვების შეწყვეტის გამო 3 მილიარდი დოლარი დაკარგა

სამხრეთ კორეულმა კომპანია „სამსუნგმა“, რომელმაც ახალი სმარტფონის, Galaxy Note 7-ის გამოშვება შეწყვიტა მისი აალების გამო, იუწყება, რომ მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში მოგება 3 მილიარდი დოლარით შემცირდება. ბოლო მონაცემებით, მესამე კვარტალში კომპანიის მოგება 2 მილიარდით შემცირდა.
მანამდე „სამსუნგმა“ განაცხადა, რომ Galaxy Note 7-ის გაყიდვას წყვეტს, ხოლო შემდეგ მისი გამოშვებაც შეაჩერა. ამასთანავე „სამსუნგის“ აქციების ფასი  8%-ით დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები