ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. სულ ავტობუსში 52 ადამიანი იმყოფებოდა. ავარია ბესლანსა და ვლადიკავკაზს შორის მოხდა.  ამის შესახებ „როსიისკაია გაზეტა“ იუწყება.
ფედერალური ავტომაგისტრალის მერვე კილომეტრზე ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი „სკანია“ და მოსკოვიდან ერევანში მიმავალი „მერსედესის“ მარკის ავტობუსი შეეჯახნენ.
დაშავებულები ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ავარიის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები