ჟენევაში რუსული „აეროფლოტის“ თვითმფრინავის მგზავრების ევაკუაცია მოხდა

„აეროფლოტის“ თვითმფრინავის მგზავრები, რომელიც ჟენევიდან მოსკოვში უნდა გაფრენილიყო, ევაკუირებულები იყვნენ. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. ევაკუაციის მიზეზი ავიალაინერის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა.
„მიღებული იყო გადაწყვეტილება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. მგზავრები აეროპორტის ტერმინალში დამატებითი შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. მგზავრების და მათი ბარგის დამატებითი შემოწმება მოხდება“ – განაცხადეს რუსულ ავიაკომპანიაში.
„აეროფლოტის“ ინფორმაციით, მგზავრები მოსკოვის მიმართულებით შემდეგი რეისით გაფრინდებიან. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები