უკრაინული მედია – რუსეთმა სირიაში აღმოსავლეთ უკრაინიდან 600 მოხალისე გადაისროლა

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში 600-მდე მოხალისე „დაავერბოვკა“, რათა ისინი სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნოს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
როგორც პრესკონფერენციაზე უკრაინის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, ამ პირებმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი დონის როსტოვის მახლობლად, არაკონტროლირებად რაიონში უკვე გადალახეს.
სლობოდიანის ინფორმაციით, მოხალისეები შეიარაღებულები და სრულად აღჭურვილები იყვნენ, „ისინი უახლოეს მომავალში მორიგი სირიული ექსპრესით სირიაში გაემგზავრებიან“ – აცხადებს უკრაინის სასაზღვრო უწყების უფროსის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები