“თურქეთს ერაყის ტერიტორიასთან დაკავშირებით არანაირი საიდუმლო გეგმები არა აქვს”

“თურქეთს ერაყის ტერიტორიასთან დაკავშირებით არანაირი ფარული და საიდუმლო გეგმები არა აქვს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმაქ იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. მისი თქმით, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ან ეშლება ან ცუდი რამ აქვს დაგეგმილი.
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების პროცესში შეცდომის დაშვება არ შეიძლება.
„მოსალოდნელი ოპერაციის დროს ნებისმიერი შეცდომა არა მარტო ერაყში, არამედ მთელი რეგიონის სიტუაციაზე იმოქმედებს. ეს რომ არ მოხდეს, ყველა ნაბიჯის გათვლაა საჭირო“, – განაცხადა კალინმა.
რამდენიმე დღის წინ ერაყის ხელისუფლებამ თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და ქვეყნის ტერიტორიიდან თურქი სამხედროების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები