ჩინეთში 59 მილიარდერით მეტი ცხოვრობს, ვიდრე აშშ-ში

ჩინეთში ამჟამად 594 მილიარდერი ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიარდერების რაოდენობა 535-ს შეადგენს. ეს მონაცემები შანჰაის კვლევითმა ინსტიტუტმა Hurun-მა გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთი ყოველწლიურად უპირატესობას ზრდის.
ჩინელი მილიარდერების სიაში პირველ ადგილზეა Dalian Wanda Group-ის მფლობელი ვან ცზინლინი, მისი ქონება 32,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა ინტერნეტ-კომპანია  Alibaba-ს მფლობელი ჯეკ მა, რომელსაც 30,6 მილიარდი დოლარი აქვს. მესამე პოზიციას ჰოლდინგ Tencent-ის მფლობელი პონი მაა 24,6 მილიარდით.
ჟურნალ “Forbes”-ის გლობალური რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია 75 მილიარდი აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ბრენდ Zara-ს მფლობელი ამანსიო ორტეგა (67 მლრდ), ხოლო მესამეზე – ბიზნესმენი უორენ ფაფეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები