რუსეთმა აღიარა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი მის ტერიტორიაზე იმყოფება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მთავარ სამმართველოში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ იანუკოვიჩის ადვოკატმა ვიტალი სერდიუკმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, იანუკოვიჩს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიზე დროებითი თავშესაფარი მისცეს.
მიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ექს-პრეზიდენტს რუსეთის მოქალაქეობა არ მიუღია.
ორი წლის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა, ასევე უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ ფშონკამ და მათმა ოჯახებმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები