ალეპოში ბოლო რამდენიმე დღეში 150 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად, ბოლო რამდენიმე დღეში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ავიადარტყმებს რუსული ავიაცია და ბაშარ ასადის ძალები ახორციელებენ.
სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშაბათის შემდეგ შეტევები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა.
ხუთშაბათს ავიადარტყმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ავიაციამ ალეპოს მახლობლად მდებარე დასახლებები – ალ-კალასე, ალ-ქასრი და ალ-საკური დაბომბა.
ალეპო სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის უკვე რამდენიმე წელია ორად არის გაყოფილი. აღმოსავლეთ ალეპოში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, 250 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

 

 

 

A front loader operates at a market hit by air strikes in Aleppo's rebel-held al-Fardous district, Syria October 12, 2016. REUTERS/Abdalrhman Ismail

A civil defence member runs at a market hit by air strikes in Aleppo's rebel-held al-Fardous district, Syria October 12, 2016. REUTERS/Abdalrhman Ismail

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები