ტაილანდის მეფე გარდაიცვალა

ტაილანდის მეფე ფხუმილონ ადულიადეტი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.  ის ითვლება მონარქად, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ტახტზე ყველაზე ხანგრძლივი დროით იმყოფებოდა. ბოლო წლებში მონარქი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩანდა.  2014 წლის შემოდგომაზე მას ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში – გულის ოპერაცია გაუკეთეს.
ფხუმილონ ადულიადეტი ტახტზე 1946 წლის 9 ივნისიდან იჯდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდში მეფე პრაქტიკულად არ ფლობს ძალაუფლებას, ის ქვეყანაში ძალზე პატივსაცემი პირია. მონარქის ან მისი გარემოცვის  შეურაცხყოფა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. მაგალითად, გასული წლის ზაფხულში ტაილანდის მოქალაქეს ფეისბუქში მონარქის შეურაცხყოფისთვის 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები