ალექსი პეტრიაშვილი ზურაბ აბაშიძეზე: ცივი წყალი ძალიან ბევრი მოდის

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელის, ზურაბ აბაშიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
პეტრიაშვილი პრემიერთან შეხვედრის და პოსტის შეთავაზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც უარყოფს და აღნიშნავს, რომ პარტიიდან წასვლის შესახებ განმარტება მან უკვე გააკეთა.
„ცივი წყალი ძალიან ბევრი მოდის. პრემიერთანაც არავითარი შეხვედრა არ მქონია და არც არანაირი შემოთავაზება არ მაქვს“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ კომენტარი ზურაბ აბაშიძემ დღეს გააკეთა. აბაშიძემ განაცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილმა გადაწყვეტილება მეგობრებთან შეუთანხმებლად მიიღო.
„არც ირაკლის და არც მე ერთმანეთის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ირაკლიმ პირველმა გააჟღერა თავისი მომავალი საქმიანობის შესახებ და შემდეგ ჩვენ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია. ეს ყველაფერი დაწერა ფეისბუქზე და იქედან გახდა ცნობილი ჩემთვისაც, რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები