გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირსა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო სარჩელი, რომლის ავტორები ევროკავშირსა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვას მოითხოვდნენ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სარჩელის ავტორები ევროკავშირსა და კანადას შორის გაფორმებულ შეთანხმებას არადემოკრატიულს უწოდებენ, ისინი აპროტესტებენ, რომ ხელშეკრულება ძალაში შევა ევროკაშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ რატიფიცირების პროცედურის დასრულებამდე.
ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ კანადასა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სავაჭრო შეზღუდვა იქნება მოხსნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები