ბობ დილანი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა

პოეტი და მუსიკოსი ბობ დილანი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პრემია მას გადაეცა “დიდ ამერიკულ სასიმღერო ტრადიციაში ახალი პოეტური ენის შექმნისთვის“.
ბობ დილანი 1941 წელს დაიბადა. ცხრა წლის ასაკში მან ლექსების წერა დაიწყო და სკოლის ანსამბლში მონაწილეობდა. სადებიუტო ალბომი დილანმა 1962 წელს გამოუშვა.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წელს დაწესდა. 2015 წელს ის ბელორუს მწერალს სვეტლანა ალიქსეევიჩს, ხოლო 2014 წელს – ფრანგ მწერალს პატრიკ მოდიანოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები