პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სენატორის აპარატის ხელმძღვანელობას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსეი გრემის აპარატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. სენატორის აპარატის უფროსმა რიჩარდ პერიმ და მრჩეველმა საკანონმდებლო საკითხებში, მეტრიმ რიკუნასმა პარლამენტის თავმჯდომარეს სენატორის მოკითხვა გადასცეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ის მხარდაჭერა, რომელსაც ლინდსეი გრემი ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებებზე გამოხატავს.
დავით უსუფაშვილმა ამერიკელ სტუმრებს საქართველოში სტუმრობის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია იმ მხარდაჭერისა, რომელსაც საქართველოს დიდი მეგობარი, რესპუბლიკელი სენატორი ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოთქვამს. შეხვედრაზე მხარეებმა 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და წინასაარჩევნო გარემო და პოსტსაარჩევნო ვითარება განიხილეს. ამერიკელი სტუმრები პარლამენტში შესულ პოლიტიკური პარტიების და საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილ პოლიტიკური სუბიექტების მდგომარეობით დაინტერესდნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები და შეფასებები მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები