ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა თავისი მხარდამჭერები, თავისი აქტივისტები

“სააკაშვილს უწევს მოტყუებული აქტივისტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უქმნიდა არასწორ მოლოდინებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ კრიზისზე და ამ კრიზისის მიზეზებზე საუბრობს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ სააკაშვილმა საკუთარი მომხრეები მოატყუა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პოლიტიკური პარტია სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე. მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა თავისი მხარდამჭერები, თავისი აქტივისტები. მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა მათ არჩევნების წინ, იცოდა ზუსტად, რომ დამარცხებისთვის იყო „ნაცმოძრაობა“ განწირული, მაგრამ არასწორ მოლოდინებს უქმნიდა თავის აქტივს. დღეს, ბუნებრივია, ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას. ამის გამო აკეთებს ის სხვადასხვაგვარ განცხადებებს.
ის არის არეული და მისი მდგომარეობა არის გასაგები. სააკაშვილს უწევს მოტყუებული აქტივისტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უქმნიდა არასწორ მოლოდინებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პარტია არის სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე, რაც პრინციპში, არის ლოგიკური შედეგი იმ პროცესებისა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში განვითარდა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები