“მეორე დამარცხებამ დიდ არჩევნებში გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობის” დემოკრატიზაცია, რასაც ჩვენ მივესალმებით“

“მეორე დამარცხებამ დიდ არჩევნებში გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობის” დემოკრატიზაცია, რასაც ჩვენ მივესალმებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, პირველი შემთხვევაა, როდესაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა გუნდში არ მოკლა და პოლიტსაბჭოს კენჭისყრის შედეგებიც გაასაჯაროვა.
“ახლა აქტუალურია მეორე ტურის საკითხები და ის პროცესი, რაც დემოკრატიული მართვის პროცესის სახით დაიწყო ჩვენს ოპონენტებში. მეორე დამარცხებამ დიდ არჩევნებში გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობის” დემოკრატიზაცია, რასაც ჩვენ მივესალმებით. ამიტომ კიდევ რომ ხელი შევუწყოთ ამ პარტიაში შიდა დემოკრატიის განვითარებას, მზად ვართ, მესამედაც დავამარცხოთ. დავამარცხებთ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში და საბოლოოდ ხელს შევუწყობთ ამ პარტიის გათავისუფლებას იმ მარწუხებისაგან, რა მარწუხებშიც მას აქცევდა ყოფილი პრეზიდენტი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები