თურქეთში 230 სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 230 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ეს პირები სამსახურიდან ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის გამო გაუშვეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 203 ადამიანი სამხედრო-საჰაერო ძალებიდან დაითხოვეს და 32 – ფლოტიდან.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დათხოვილი პირების რიცხვი 3 939-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რომლის ორგანიზებაში ქვეყნის ხელისუფლება ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს.  შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები