„შაქრო კალაშოვს პუტინის ადმინისტრაციასთან ჰქონდა კავშირი“

რუსული მედია ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შაქრო კალაშოვისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კავშირებზე სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ “ნოვაია გაზეტა” წერს.  გამოცემა ასევე იუწყება, რომ კალაშოვს შინაგან საქმეთა მოსკოვის სამმართველოს თანამშრომლებთანაც ჰქონდა კავშირი.
როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, კრემლს ეს საკითხი არ გადაუმოწმებია, ვინაიდან „შაქრო მალადოის“ საქმე კრემლს განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანილი არ აქვს“.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შაქრო კალაშოვის საქმესთან დაკავშირებული ზოგიერთი მასალა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიდან გაქრა. მასალები კალაშოვისა და მისი დაჯგუფების თანამონაწილეების მიერ კაზინო „კრისტალისა“ და „გოლდენ პალასის“ მისაკუთრებას ეხება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები