ყირგიზეთის პრეზიდენტი: ყველა ყირგიზმა იცის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” შესახებ

„ყველა ყირგიზმა იცის შოთა რუსთაველის პოემის ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ და ბევრი ყირგიზი არქმევს თავის შვილს ამირანს, ავთანდილს, ნესტანს. ბევრი ასევე ფიქრობს, რომ ეს ჩვენი პოემაა”, – ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებს რუსულ ენაზე უპასუხა. ასტამბაევი ფიქრობს, რომ „ქართველებს ჯერ არ დავიწყებიათ რუსული ენა”.
”იმედი მაქვს, რომ ქართველებს რუსული ენა არ დავიწყებიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს წვლილი არ არის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში უმაღლესი მთავარსარდალი. ჩვენ გავიზარდეთ ქართულ სიმღერებზე და წიგნებზე. მე ბავშვობიდან ვკითხულობდი გიორგი სააკაძის შესახებ და სხვა მშვენიერ წიგნებს. ყველა ყირგიზმა იცის შოთა რუსთაველის პოემის ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ და ბევრი ყირგიზი არქმევს თავის შვილს ამირანს, ავთანდილს, ნესტანს. ბევრი ასევე ფიქრობს, რომ ეს ჩვენი პოემაა”, – განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ალმაზბეკ ატამბაევმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დღესვე ატამბაევმა ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები