საქართველოსა და ყირგიზეთს შორის რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი

 პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ყირგიზეთის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეთანხმებები გაფორმდა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, მთავრობებს, ფინანსთა სამინისტროებს, შინაგან საქმეთა სამინისტროებს, განათლების სამინისტროებს შორის, რომელიც ეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, ინვესტიციების წახალისებას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და განათლების სფეროში თანამშრომლობას.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები