მარიამ ჯაში: მაჟორიტარი დეპუტატობის ნდობის მანდატს ნამდვილად არ დავთმობ

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული სოციალური პროგრამები მე მაძლევს იმის თქმის გარანტიას, რომ მოსახლეობა მხარს დამიჭერს მეორე ტურში”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
ჯაშმა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოგების შემთხვევაში, გუნდთან ერთად, სამგორელებს უპრეცედენტო პროგრამებს შესთავაზებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს იმედი აქვს, რომ მეორე ტურში გამარჯვებულის მანდატს მოიპოვებს.
“ჩემთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის ბრძოლა, რომ ამ ნდობას ნამდვილად არ დავთმობ. გამარჯვების შემდეგ, ჩვენ მოსახლეობას ისეთ პროგრამებს შევთავაზებთ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მათ ჯანდაცვის კუთხით ფინანსების გამო პრობლემები აღარ შეექმნეთ”, – განაცხადა ჯაშმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა პენსიებისა და პედაგოგთა ხელფასების ზრდაზე.
“მე მაქვს სურვილი, რომ პენსიონერი ამ ქვეყანაში საკუთარ პენსიას არ ხარჯავდეს მედიკამენტებში, ამ კუთხით სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, ასევე, ყურადღება გამახვილდება პედაგოგთა ხელფასების ზრდაზე, რომელიც 65% -ით უკვე გაიზარდა. ასევე გათვალისწინებულია, რომ დაიხვეწოს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. ისევ თითოეული მოქალაქე იქნება დაცული კატასტროფული დანახარჯებისგან ჯანდაცვის სფეროში. საარჩევნო პროგრამაში განსაზღვრული თითოეული მიმართულება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს.
ამ მხრივ, 2012 წლიდან სოციალური ფონდის მიერ უამრავი სასიკეთო პროგრამა განხორციელდა. სწორედ ამ რეალისტურ შესაძლებლობებს საბიუჯეტო პარამეტრებიდან ეფუძნება შემდგომი პრიორიტეტები “, -განაცხადა მარიამ ჯაშმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები