მარიამ ჯაში: ირაკლი შიხიაშვილი ყოველთვის აფიქსირებდა დადებით დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ

„ქართული ოცნების“ სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამავე ოლქში მონაწილე დამოუკიდებელი კანდიდატის, მესამე ადგილზე გასული ირაკლი შიხიაშვილის მილოცვას „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
მარიამ ჯაშმა ირაკლი შიხიაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მის მიერ გადადგმული ღირსეული ნაბიჯები და და დადებითი განწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ ყოველთვის იგრძნობოდა.
“მე მინდა მივესალმო ბატონი ირაკლის განცხადებას, რომელიც მან ჩემს მხარდასაჭერად გააკეთა. მან თავის ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ მე დამიჭირონ მხარი, რაც ღირსეული ნაბიჯია. ბატონი ირაკლი ყოველთვის აფიქსირებდა თავის დადებით დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ, რაც უდავოდ დასაფასებელია“, -განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მარიამ ჯაშმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები