„ნუ აშინებენ ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუ მოქალაქეები ამ პასუხისმგებლობას მოგვანდობენ, მხოლოდ სიკეთეში გამოვიყენებთ“

“ნუ აშინებენ ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუ მოქალაქეები ამ პასუხისმგებლობას მოგვანდობენ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეში გამოვიყენებთ”, – ამის შესახებ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, დეპუტატები ცვლილებებს ფართო შეთანხმების გარეშე არ განახორციელებენ.
”დამშვიდდნენ, ნუ აშინებენ მოსახლეობას საკონსტიტუციო უმრავლესობით. გააჩნია ვის ხელშია უმრავლესობა, ეს არ არის ის პერიოდი, როცა სააკაშვილმა განახორციელა დიდი ჭრა-კერვა და მოირგო თავის თავზე კონსტიტუცია. არც ერთ ცვლილებას ფართო შეთანხმების გარეშე არ განვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და მხოლოდ სიკეთეში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში გამოვიყენებთ. ნუ აშინებენ ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუ მოქალაქეები ამ პასუხისმგებლობას მოგვანდობენ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეში გამოვიყენებთ”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარიამ „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრების მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც შეაფასა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამშვიდდებიან, ვინც წასასვლელია, წავა პოლიტიკიდან. სამწუხაროა, ”თავისუფალი დემოკრატების” ოთხეულის თუ ხუთეულის წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ რა ვქნათ ახლა, ”ბიტლზი” დაიშალა, ერთი ამბავი იყო, მაგრამ გადაიტანა ეს ხალხმა. ასე რომ, ყველა თავის გზას მონახავს, დამშვიდდება“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები