„ის რვაფეხასავით იყო. მისი ხელები იყო ყველგან“ – ორი ამერიკელი ქალი ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ორმა ამერიკელმა ქალმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი იმაში დაადანაშაულა, რომ ის შეხვედრის დროს „არასათანადოდ ეხებოდა მათ”. ამის შესახებ “New York Times” იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ორი ამერიკელი ქალი მილიარდერს რამდენიმე წლის წინ შეხვდა. 74 წლის ჯესიკა ლიდსმა გაიხსენა, რომ 30 წლის წინ ის ტრამპთან ერთად ნიუ-იორკში პირველი კლასის სალონში მიფრინავდა. მისი თქმით, აფრენიდან 45 წუთში ტრამპი მას სექსუალურად შეეხო.
„ის რვაფეხასავით იყო. მისი ხელები იყო ყველგან“, – იხსენებს ქალი. ამის შემდეგ ქალი სხვა სალონში გადავიდა.
​მეორე შემთხვევა რეიჩელ კრისმა გაიხსენა. ის 2005 წელს მოხდა, როდესაც ქალი კომპანია “Bayrock Group”-ში მდივნად მუშაობდა. კომპანიის ოფისი ნიუ-იორკში, Trump Tower-ში მდებარეობდა. ქალის თქმით, ის ერთხელ ლიფტთან ტრამპს გადაეყარა და თავი წარუდგინა. ხელის ჩამორთმევის შემდეგ ბიზნესმენმა ხელი არ გაუშვა და ჯერ ლოყაზე, შემდეგ კი პირდაპირ ტუჩებში აკოცა.
“ეს ძალიან უადგილო იყო“, – განაცხადა ქალმა.
​”New York Times”-ის ცნობით, ქალებმა ეს ისტორიები მას შემდეგ გაიხსენეს, რაც ტრამპმა ჰილარი კლინტონთან დებატების შემდეგ გაიხსენა, რომ ქალებზე სექსუალური ხასიათის ზეწოლა არასოდეს მოუხდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები