აშშ-ის ხომალდებმა იემენის რადიოსალოკაციო სადგურებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

ამერიკულმა საბრძოლო ხომალდებმა იემენში რადიოსალოკაციო სადგურებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება.
„დარტყმა განხორციელდა თავდაცვის მიზნით ჩვენი პერსონალის, ჩვენი ხომალდების და ამ რეგიონში საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პეტერ კუკმა.
მისი განცხადებით, იერიში ამერიკული საესკადრო ნაღმოსან „მეისონის“ მიმართულებით წითელ ზღვაში სამი რაკეტის გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.
იემენში კონფლიქტის დაწყების მომენტიდან აშშ-მა ქვეყნის ტერიტორიაზე შეტევა პირველად განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, ორივე რადარი განადგურებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები