ბაქოში დედამ საკუთარი შვილი გაგუდა

ბაქოში ერთ-ერთი სექტის მიმდევარმა ქალმა, საკუთარი შვილი გაგუდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ბაქოს პოლიციის ინფორმაციით, შეტყობინება პოლიციაში სამშაბათს საღამოს შევიდა. კერძოდ, ბუნიანზადეს ქუჩაზე მცხოვრები როვშან გულუმბეკოვის განცხადებით, დახურულ კარს მიღმა ბინაში მისი ცოლი და ხუთი წლის შვილი დარჩნენ.
როდესაც სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ბინა შეამტვრიეს, მათ ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბავშვი გაგუდეს. დანაშაულში ძირითადი ეჭვმიტანილი ბავშვის დედაა.
ამის შემდეგ პოლიციამ ნაზილია გულუბეკოვა დააკავა. მან აღიარა, რომ შვილი „ბოროტი სულის განდევნის გამო გაგუდა“.
პოლიციამ დაადგინა, რომ ქალი ერთ-ერთი სექტის წარმომადგენელი იყო, ხოლო ბავშვი მას სახლიდან წასვლასა და სექტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაში ხელს უშლიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები