გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი – ტრამპის არჩევა პრეზიდენტად საერთაშორისო მასშტაბის საფრთხეა
„საერთაშორისო მასშტაბის საფრთხე“ უწოდა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შესაძლებლობას. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გაეროს წარმომადგენლის თქმით, ტრამპის გამონათქვამები დაუცველი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი არჩეული იქნება და თუ მის გამონათქვამებს გავითვალისწინებთ, ეს უდავოდ საერთაშორისო სიტუაციის თვალსაზრისით, ძალზე სახიფათო რამ იქნება,“ – განაცხადა ალ-ჰუსეინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რომ ტრამპი წამების მხარდამჭერი განცხადებებით გამოდის, რაც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
დღესვე დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკრიტიკა. ობამამ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს ტრამპისგან დისტანცირება და მისი მხარდაჭერის შეწყვეტა ურჩია.