ოდესაში ავტომობილს ხე დაეცა (ფოტოკოლაჟი)
ოდესის ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილს ხე დაეცა. მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ხის წაქცევის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. დაშავებული მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქარმა ოდესაში ამწე წააქცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.