ობამამ „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა დონალდ ტრამპზე უარი თქვან

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა „რესპუბლიკური პარტიის“ გავლენიან პირებს დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგზე ობამამ განაცხადა, რომ შეუძლებელია ტრამპის არგაკრიტიკება ქალების მიმართ მისი უწმაწური გამონათქვამების გამო და, ამავდროულად, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხარდაჭერა.
„არც ტემპერამენტით, არც თავისი მომზადების და ცოდნის დონით, არც მათი მიღების სურვილით, არც გულახდილობის დონით ის არ იმსახურებს იმას, რომ პრეზიდენტი გახდეს,“ – განაცხადა ობამამ ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გამართულ მიტინგზე.
ობამა აცხადებს, რომ „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორიცაა ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები და ერთმანეთის პატივისცემა. პრეზიდენტის თქმით, „ამერიკული დემოკრატია ასე არ მუშაობს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები