ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა ქაბულში შიიტების სამლოცველოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით,  აფეთქების შემდეგ ავტომატის სროლა ისმოდა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელები მოგვიანებით უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
ამჟამად ადგილზე პოლიციის და უშიშროების ძალების თანამშრომლებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები