„სამსუნგმა“ Galaxy Note 7-ის წარმოება საბოლოოდ შეწყვიტა
სამხრეთ კორეულმა კომპანია „სამსუნგმა“ Galaxy Note 7-ის წარმოების საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ახალი მოდელის აალების ფაქტების გამო იყო მიღებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„მომხმარებლების ინტერესები და მათი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ამის გამო მიღებულია გადაწყვეტილება Galaxy Note 7″-ის წარმოებიდან მოხსნის შესახებ“. აღნიშნულია „სამსუნგის“ განცხადებაში.
Galaxy Note 7-ის გაყიდვა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ძალზე მალე კომპანიაში მომხმარებლების მრავალი საჩივარი შევიდა, რომ ტელეფონის აკუმულატორები დატენვისას ფეთქდება. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ამ მოდელის ტელეფონების გამოყენება თვითმფინავში აკრძალა.
ამის შემდეგ “სამსუნგმა“ 2,5 ტელეფონი უკან გაიწვია და დეფექტის გამოსწორებაზე მუშაობა დაიწყო. ამ ფაქტმა კომპანიის აქციების 13%-ით გაუფასურება გამოიწვია, ხოლო კომპანიის კაპიტალიზაცია 22 მილიარდია შშ დოლარით შემცირდა.
მოგვიანებით მომხმარებელმა ადრე გაწვეული მოდელების ნაცვლად, ახალი, „უსაფრთხო“ სმარტფონები მიიღო.
თუმცა გასულ კვირას აშშ-ში კიდევ სამი ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც Galaxy Note 7-ს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროს არც ერთი ტელეფონი დამტენთან შეერთებული არ ყოფილა.