“Frankfurter Allgemeine Zeitung”: „ქართული ოცნების“ გამარჯვება ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებამაც განაპირობა

გერმანულენოვანი გამოცემა “Frankfurter Allgemeine Zeitung”-ი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და პუბლიკაციას სათაურით – „შემრიგებლურად“ („Versöhnlich“) აქვეყნებს, რომელშიც ავტორი, რაინჰარდ ვეზერი (Rheinhard Veser) პარტია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მშვიდობიანი და შემრიგებლური მართვის სტილს ასახელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი კვირიკაშვილმა, ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, ქართული საზოგადოების პოლარიზების დასრულება დაისახა მიზნად.
სტატიის ავტორი გიორგი კვირიკაშვილს გამოცდილ და დამოუკიდებელ პოლიტიკოსად მიიჩნევს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას სწორედ პრემიერ-მინისტრის პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირებს. ავტორი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, გარკვეულწილად, ევროკავშირის საბჭოს მიერ გასულ კვირას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამაც განაპირობა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები