მოსკოვმა და ანკარამ „თურქული ნაკადის“ შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

რუსეთმა და თურქეთმა „თურქული ნაკადის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. ცერემონია სტამბოლში გაიმართა.
რუსეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა, ხოლო თურქეთის მხრიდან – ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერატ ალბაირაკმა. ხელმოწერის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდნენ.
„გაზპრომი“ „თურქული ნაკადის“ პირველი ხაზის მშენებლობის დასრულებას 2019 წლისთვის გეგმავს. მილსადენით თურქეთი წელიწადში 15,75 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები