ჰაკერებმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს

ჰაკერული დაჯგუფება RedHacker-ის წევრებმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძის, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ბერათ ალბაირაქის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო regnum.ru ავრცელებს. მისივე ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგად ბოროტმოქმედებმა საიდუმლო მიმოწერის მოპოვება შეძლეს. მათ შორის ისეთი დოკუმენტების, რომლებიც, სააგენტოს თქმით, შესაძლოა, ერდოღანის გასაიდუმლოებულ საქმიანობასთანაც იყოს დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ ჰაკერული დაჯგუფება RedHacker 1997 წელს შეიქმნა. 2012 წელს თურქეთის ქალაქ ანკარაში რამდენიმე დღის განმავლობაში მან 350 ინტერნეტრესურსის დაბლოკვა შეძლო. როგორც დაჯგუფების წევრები იუწყებიან, მათი მიზანი უსამართლობასთან ბრძოლაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჰაკერული დაჯგუფება რუსეთის ხელისუფლებაზე მუშაობს.

წარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები