მსოფლიოში ყოველ 7 წამში ერთხელ 15 წელზე პატარა გოგონა თხოვდება

ყოველ 7 წამში ერთხელ მსოფლიოში 15 წლამდე ასაკის  გოგონა თხოვდება. ამის შესახებ ორგანიზაცია Save the Children-ის დასკვნაშია აღნიშნული.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავღანეთში, იემენში და სომალიში 10 წლის გოგოებს ბევრად უფროს მამაკაცებზე ათხოვებენ.
ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ ადრინდელი ქორწინება, ხშირ შემთხვევაში, გოგონების ცხოვრებას ანგრევს. ისინი განათლების უფლებას კარგავენ, ასევე, მათ ფაქტობრივად, ბავშვის სტატუსს ართმევენ.
ადრინდელი  ქორწინებას ყველაზე ხშირად ღარიბ ქვეყნებში აქვს ადგილი, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები და ჰუმანიტარული კრიზისები ფიქსირდება.
რეიტინგის ბოლოშია ნიგერი, ჩადი ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მალი და სომალი. ამ ქვეყნებში გოგონები ადრე თხოვდებიან და ადრე უჩნდებათ შვილები, ასევე ისინი ხშირად იღუპებიან მშობიარობის დროს და იშვიათად იღებენ განათლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები