თინა ხიდაშელი „ნაციონალებზე“: თუ ბოიკოტი უნდათ, მეორე ტურს გამოუცხადონ, მაინც შანსი არ აქვთ

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი პოსტსაარჩევნო პერიოდს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აფასებს. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს.

1. კარგია, რომ პატრიოტები პარლამენტში არიან. ადეკვატურია და რეალობაა;
2. ცუდია, რომ დასავლური პარტიული ფრონტი მოშიშვლდა, მაგრამ ესეც ადეკვატურია და რეალობაა;
3. ”ნაცმოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს. თუ მაინცდამაინც ბოიკოტი უნდათ მეორე ტურს გამოუცხადონ ბოიკოტი, მაინც შანსი არა აქვთ;
4. ის ვერ გავიგე, იმათ რა უხარიათ, წელს ხელისუფლებაში მყოფებმა, 2012 წელს ციხის კადრებგამოქვეყენებულებზე ნაკლები ხმა რომ მიიღეს?
5. ვერც ის გავიგე, გაქრნენო, რომ ზეიმობენ – მე კი გამიხარდებოდა, მაგრამ აბა ობიექტური მიზეზი რომელია ამის?
2014-ზე მეტი ხმები აიღეს, ნახევარ მილიონზე მეტმა დაუჭირათ მხარი, გაქრებითო ემუქრებოდით და მათთან ექსკლუზიურ ურთიერთობებში უნდა გაატაროთ შემდეგი 4 წელი შინ და გარეთ და როგორც არ უნდა დააიგნოროთ, პრინციპში ყველაფერში დაგჯაბნიან, შემადგენლობებს გადახედეთ.
თქვენი მეკავშირე პარლამენტში ნუ, ვინც იქნება, აღარ მოვყვები;
6. ”თავდემები” იმედია წარმატებით გამოვლენ ამ კრიზისიდან;
7. ფბ-ზე საყოველთაო კონსენსუსია – უსუფა უნდა ყოფილიყოო. მათ უმრავლესობას ხმა არ მიუცია! ნეტავ პარლამენტში ხმის მიცემის გარეშე როგორ ხვდებიან?
8. კიდევ უფრო საინტერესო კონსენსუსი ერთ წრეში იმაზეა,  რა ცუდია პოლიტიკაში რომ არ იქნებიან “რესპებიო”. და სად მიდიან ხომ არ იცით? თუ პოლიტიკა მხოლოდ პარლამენტია?
9. მოკლედ, ჩემო საყვარელო ხალხო, ფბ-ზეც და მის გარეთ იმედია, გაივლის პოსტსაარჩევნო ვნებები;
ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც მოიქცა ქვეყანა 8 ოქტომბერს, ხმის მიმცემიან მისაცემიანად;
10. ქვეყნის სამსახური მხოლოდ პარლამენტის წითელი სკამიდან არ ხდება. უფრო საინტერესოა, იქ რომ არ ხარ, მაშინ როგორ იქცევი და როგორ ახერხებ შრომას;
11. ჩვენ ცოტანი ვართ და სწორედ უმცირესობაზე გადადის ხოლმე ყველა კრიტიკულ ვითარებაში პრობელემებთან გამკლავებაც, მოგვარების გზების ძიებაც და რისკიანი ნაბიჯებიც.

ასე რომ, ყველამ ერთად მოვიკრიბოთ ძალები, მეორე ტური ჩაივლის, დამშვიდდება ემოციები და სწორედ უმცირესობისთვის საკადრისი რისკიანი ნაბიჯებით გავაგრძელოთ სვლა ქვეყნის სამსახურში!!!
მე წავედი ორი კვირით და საბრძოლო განწყობაზე დამხვდით იცოდეთ, ჩემო 22 ათასო და ფბ-ზე დღეს მგლოვიარენო!!!”, – წერს თინა ხიდაშელი ”ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები