პუტინმა საფრანგეთში ვიზიტი გადადო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცნობეს. ვიზიტი 19 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით,  საფრანგეთში ვლადიმერ პუტინის შესაძლო ვიზიტი სამშაბათს დილით განიხილებოდა.  ფრანგულმა მხარემ რუსეთს სირიაში არსებული სიტუაციის განხილვა შესთავაზა.
ფრანსუა ოლანდმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, სურს თუ არა პუტინთან შეხვედრა. მისი თქმით, სირიაში რუსული ავიადარტყმების შემდეგ, მას ეჭვი ეპარება, რომ ასეთ შეხვედრას კონკრეტული შედეგის მოტანა შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები