სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენელი მოკლეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი დერიან აკტერტი  მოკლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
აკტერტი დიარბაკირის რეგიონში მმართველი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მასზე თავდასხმა საკუთარ ოფისში მოხდა.
„ქურთისტანის მუშათა პარტიას“ მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოფიციალური პირი ქურთმა „ბოევიკებმა“ მოკლეს.
წინა დღეს ტერორისტებმა ვანის პროვინციაში მმართველი პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე აიდინ მუსტუ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები