აშშ-ში შტორმ „მეთიუს“ 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში შტორმ „მეთიუს“  შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მან ძლიერი ნგრევა და წყალდიდობები გამოიწვია. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ყველაზე მეტად ჩრდილოეთ კაროლინის შტატი დაზარალდა.
ამასთანავე, სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ შტორმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. ფლორიდის შტატში დაღუპულთა შორის 9 წლის ბავშვია.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა მოწოდებით, რომ ჩრდილოეთ კაროლინას ფედერალური ფონდებიდან დახმარება აღმოუჩინონ. საერთო ჯამში, შტატში წყალდიდობისგან 100 ათასამდე ადამიანი დაზარალდა. მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„მეთიუ“ 2007 წლის შემდეგ ატლანტის ოკეანეში ყველაზე ძლიერი შტორმი იყო. ყველაზე მეტად შტორმისგან ჰაიტი დაზარალდა, სადაც, ბოლო მონაცემებით, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები