“თავისუფალი დემოკრატები” გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვეს

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტია დატოვეს გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა.
“ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. მე პირადად მათთან არ მისაუბრია, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილია მათ პარტია დატოვეს. პარტიაში რჩებიან ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე”, – განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.
დღეს განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ პირველმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა, შემდეგ კი, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები