თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ მის დანიშვნაზე: ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი ჭორი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” წევრი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მან მომავალ პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, არ ადასტურებს. აღნიშნულს ჩუგოშვილმა უსაფუძვლო ჭორი უწოდა.
“მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი ჭორი, რომელმაც რატომღაც ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო და როცა შესაბამისი დრო დადგება ყველასთვის გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დავით უსუფაშვილი პარლამენტში თამარ ჩუგოშვილმა შეცვალოს. ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები