„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება, – ამის შესახებ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
პარტია მზად არის არჩევნების შედეგების მიხედვით მიღებული მანდატები მიიღოს. თევდორაძის თქმით, იგი პარტიის წევრებთან ერთად საპარლამენტო საქმიანობისთვის ემზადება.
„მინდა მოვუწოდო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას, რომლებიც ამ საკითხის განსჯით არიან დაკავებული და ვუთხრა, რომ საიტზეც არის გამოქვეყნებული და ოფიციალური მონაცემით 5%-ზე ბევრად მეტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხმები. ჩვენ ამ ხმების დაცვას შევძლებთ. აქედან შეიძლება ერთადერთი დასკვნის გაკეთება: „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა 5% და მოხვდა საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ 5 პროცენტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიამ 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში 6 კაციანი მანდატით შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები