იანოშ ჰერმანი საქართველოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს

ევროკავშირის ელჩი საქართველოს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მიულოცა მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარება.
მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელს საარჩევნო პროცესს და უერთდება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იანოშ ჰერმანს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიც სტაბილურ გარემოში და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები