ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – არჩევნები ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა

არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, – ამ შინაარსის განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ავრცელებს.
“მსურს მივულოცო ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება.
საერთაშორისო დამკვირვებლების – მათ შორის ევროკავშირის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთოს)და ევროპის საბჭოს დასკვნების თანახმად, არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ჩვენი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. ასევე მეორე ტურში შენარჩუნებული უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო სტანდარტები.

ქართველმა ამომრჩეველმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი ევროპასთან დაახლოების მტკიცედ განსაზღვრულ პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს კვლავაც დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს.

მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მჭიდროდ და ნდობით გამსჭვალული ვითანამშრომლებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისა და მთავრობის ფორმირებების შემდგომ ჩამოყალიბებულ საქართველოს ახალ მთავრობასთან”, – ნათქვამია გერმანელი დიპლომატის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები