გაერო შტორმ “მეთიუს“ შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 119 მილიონ დოლარს ითხოვს

გაერომ დონორებს 119 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ეს თანხა ჰაიტის მოსახლეობის დახმარებაზე უნდა დაიხარჯოს, რომელიც შტორმ „მეთიუს“ შედეგად დაზარალდა.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თანხები სურსათის, სასმელი წყლის შეძენას და დაზარალებულთა დროებითი თავშესაფრის მოწყობას მოხმარდება.
ჰაიტიზე შტორმმა „მეთიუმ“ საერთო ჯამში 750 ათასი ადამიანი დააზარალა. დაღუპულია 900 ადამიანი. გაეროს ინფორმაციით, ეს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისია ჰაიტიზე 2010 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები