ბურჭულაძის თანაპარტიელი დავით ჯანდიერი ტაიმ-აუტს იღებს

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ტაიმ-აუტს იღებს.
ჯანდიერი არ აკონკრეტებს ტოვებს თუ არა ბურჭულაძის პარტიას.
“გარკვეულ ტაიმ-აუტს ვიღებ, გარკვეულ საკითხებზე მჭირდება ჩამოყალიბება, პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, თუმცა საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება გააგრძელონ სხვებმა, ცალკეულმა ლიდერებმა, იყვნენ თუ არა ლიდერები“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.
კითხვაზე დარჩება თუ არა ჯანდიერი ბურჭულაძის პარტიაში მან შემდეგნაირად უპასუხა: “ეს მთავარი ამოცანაა, მე მჭირდება გარკვეული დრო ცნობისთვის“.
გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე საკუთარი პარტიის დატოვებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები