გოჩა ენუქიძე ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის – „ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!“

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ამომრჩევლებს მადლობას უხდის.
„მადლობას გიხდით, ჩემო ძვირფასო რაჭველებო, სვანებო და ლეჩხუმის მოქალაქეებო იმ ერთგულებისათვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც 8 ოქტომბერს გამოიჩინეთ. თქვენ გამოიყენეთ თქვენი უფლება და ნება – მხარი დაგეჭირათ ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის.
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ რეალურ გეგმას სახავს, ჩვენ ერთად შევცვლით უკეთესობისკენ ცხოვრებას, ვიბრძოლებთ თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების კეთილდღეობისათვის. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!“ – წერს გოჩა ენუქიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები